• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    წიაღის რეფორმის მეორე ფაზა დაიწყო

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის რეფრომარეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში, 2019 წლის დეკემბერში შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წიაღის სექტორის სტრატეგია, რომლის განხორციელების შედეგად გაიზრდება სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობა; უზრუნველყოფილი იქნება არაგანახლებადი რესურსის რაციონალური და მდგრადი მართვა და მართვის ახალი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობას.დაწყებულია მუშაობა რეფორმის მეორე ფაზაზე, რომელიც გულისხმობს სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებს და წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის ფორმირებას. წიაღითსარგებლობის სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც განხორციელდება წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტზე დაყრდნობით. წიაღის სექტორის სტრატეგიით გათვალისწინებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების ასახვა და განვრცობა მოხდება კანონმდებლობაში შემდგომში მისი იმპლემენტაცის მიზნით. სამთო მოპოვებითი სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო შემუშავდება პროექტის ფაქტობრივი განხორციელებიდან 12 თვის განმავლობაში. რეფორმის შედეგად მივიღებთ  ახალ სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო სისტემას,  რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულით  რაციონალურ და მდგრად სარგებლობას.