ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ (ივსება ელექტრონული ფორმით “rs.ge”- ვებგვერდის საშუალებით);
ბ) სალიცენზიო ობიექტის X და Y კოორდინატები;
გ) იურიდიული პირის (შპს, ს/ს ი.მ. და ა.შ.) შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერებს, ფიზიკური პირი – პირადობის მოწმობას.
დ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – მესაკუთრის თანხმობას (ნოტარიულად დამოწმებული) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ;
ა) აღნიშნული განცხადება ლიცენზირების დეპარტამენტიდან განსახილელად ელექტრონულად იგზავნება გეოლოგიის დეპარტამენტში, რომელიც ადგილზე ვიზუალურად შეისწავლის ტერიტორიას და ამზადებს გეოლოგიურ დასკვნას.
ბ) განცხადება, თანდართული დასკვნით, უბრუნდება ლიცენზირების დეპარტამენტს, საიდანაც შეკითხვა იგზავნება ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომლის სარგებლობაშიც მდებარეობს მიწა, რომელზეც განთავსებულია სალიცენზიო ობიექტი (წყლის მოპოვების ლიცენზიის შემთხვევაში - ასევე თუ ობიექტი კვეთს თხუთმემეტრიან სანიტარულ დაცვის ზონას). აღნიშნული დაწესებულება აფიქსირებს პოზიციას ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლებელია მომავალ ლიცენზიანტს განუსაზღვრავს პირობები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას შემდგომ სალიცენზიო პირობების შედგენისას.
გ) სალიცენზიო ობიექტის შესახებ მოპოვებული მონაცემები ელექტრონულად იგზავნება უწყებათაშორისი კომისიაზე, რომელიც 5 სამუშაო დღეში განიხილავს რამდენად მიზანშეწონილია ლიცენზიის გაცემა. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომზადებული ინფორმაცია ელექტრონული სახით დაიდება ელექტრონულ ვებგვერდზე (www.eauction,ge) და გამოცხადდება აუქციონი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს;
2. რა არის საჭირო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?
აუქციონის გამართვამდე მონაწილეებს 1 თვის ვადაში აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საიტზე და გადაიხადონ საგარანტიო თანხა („ბე“ - საწყისი თანხის 10% ან 50% და მოსაკრებელი - 200 ლარი). აუქციონზე გამარჯვებულის მიერ დარჩენილი თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 15 კალენდარულ დღეში. ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეუძლია თანხა გადაიხადოს საჯარიმო პერიოდში - მომდევნო 15 სამუშაო დღის განმავლობაში, რა დროსაც თითო გადაცილებულ დღეზე იხდის ჯარიმას, გადასახდელი თანხის 1%-ს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონი ითვლება ჩაშლილად.
3. აუქციონის გამართვიდან რამდენ დღეში მზადდება ლიცენზია?
ლიცენზია მზადდება სააგენტოში საბოლოო თანხის გადახდის დაფიქსირებიდან 30-ე კალენდარულ დღეს.აუქციონის დასრულების შემდგომ, არსებობს ლიცენზიის მომზადების დაჩქარებული მომსახურება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის დღესვე - 500 ლარი, მომდევნო სამუშაო დღეს - 400 ლარი, 2 სამუშაო დღეში - 300 ლარი; 3 სამუშაო დღეში - 200 ლარი, 5 სამუშაო დღეში - 150 ლარი; 7 სამუშაო დღეში - 100 ლარი და 10 სამუშაო დღეში 50 ლარი. მომზადებულ ლიცენზიას თან ახლავს შესაბამისი ბრძანება, რომელშიც გარდა ყველა დეტალური ინფორმაციისა, ჩაწერილია ასევე პირობები, რომელიც უნდა დაიცვას და შეასრულოს ლიცენზიის მფლობელმა.