ჩვენს შესახებ
წიაღის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №565 დადგენილებით. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლეს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს.
კომპეტენციის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
- სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
- მოსალოდნელი განაშენიანების ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის არსებობა-არარსებობის შესახებ დასკვნის გაცემა;
- სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის მომზადება გეოლოგიური ფონდური მასალებით;
- მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა;
- უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
- სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის დამტკიცება;
- წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლის განხორციელება;
- საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა;