ანგარიშები
2020 წლის ანგარიში
2019 წლის ანგარიში
2018 წლის ანგარიში.pdf
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მხარდაჭრილი წიაღის სექტორის რეფორმის I ფაზის ფარგლებში, წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიზნით მომზადებული ანგარიშები:
არსებული მდგომარეობის ანგარიში
საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილ პროექტის, „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანიამ - PMO Business Consulting-მა განახორციელა კვლევა, რომელიც ეხებოდა საქართველოს სამთო-მოპოვებით სექტორში არსებული მდგომარეობის აღქმას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესის მიერ (Business Perception Survey of the Mining Sector).
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამთო-მოპოვებით მრეწველობაში არსებული ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება და მარეგულირებელ ჩარჩოში არსებული ისეთი საკითხების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.
კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის შემუშავდა რეკომენდაციები იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ხელს შეუწყობს სექტორის მიმზდიდველობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციას.
აღსანიშნავია, რომ სამთო-მოპოვებით სექტორში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართული მარეგულირებელი პრაქტიკის არსებობა. ამ კუთხით საქართველოში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა და კორუფციის არარსებობა ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო ინვესტორთათვის ნდობის გაზრდის კუთხით.
Business Perception Survey of the Mining Sector - https://drive.google.com/file/d/15GENLVKsr8H2dxSzaGAjAd6ltpidAzzI/view?usp=sharing
ბიზნესის განწყობის კვლევა საქართველოს წიაღის სექტორში - https://drive.google.com/file/d/1Or0DMC60hgpDdvEL5V-LK-8PGEpOaAx0/view?usp=sharing
წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციასთან, იმისათვის, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ წარმატებით დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდის (ADAM SMITH International) მიერ შემუშავდა წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.
წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობდნენ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისათვის კონცეპტუალურ საკითხებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას. წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
პოლილიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შედეგად მივიღებთ გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ და ეკონომიკურად მომგებიან სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ და მდგრად სარგებლობას და ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გთხოვთ, თქვენი წინადადებები და შენიშვნები წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info@nam.gov.ge
2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით