კანადაში, ქ. ტორონტოში მიმდინარე წლის 3 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება PDAC-ს მიერ ყოველწლურად ორგანიზებული ღონისძიებათა ჯაჭვი, რომელშიც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა, კერძოდ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გვანცა ბიწაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება კანადაში.
კანადის Prospectors&Development Association (PDAC) არის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების მიზნით შექმნილი წამყვანი საზოგადოება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 8000-ზე მეტი წევრი ჰყავს. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალური ხელშწყობა.
ღონისძიებას 135 ქვეყნის წარმომადგენელი და 25 000 ადამიანზე მეტი ესწრება, რომელთაც სამთო-მოპოვებითი სფერო აერთიანებს. სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა იღებენ სხვადასხვა სახის სესიებში და ესწრებიან საკომუნიკაციო შეხვედრებს. (PDAC) -ს ღონისძიებათა ჯაჭვი ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათის მოვლენაა სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სიტყვით გამოვიდა Tethyan Belt-ის სახელით ცნობილ სესიაზე, რომელიც ევროპა-აზიის გეოლოგიურ სარტყელში წიაღისეულის მოპოვებას მიეძღვნა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული მიღეწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მომპოვებითი სფეროში ინვესტირების შესაძლებობები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.
წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებმა კანადაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ორგანიზებით ცალკეული შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან (Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold), რომელთაც გააცნეს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. შეხვედრები გაიმართა ასევე კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ. გარდსა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ პინარ ატაკანლის, კანადის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელს თურქეთში, სადაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდით მიზნით თანამშრომლობის გაძლირების საჭიროებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.
საქართველო გეგმას გახდეს (PDAC)-ის წევრი და აქტიურად გააგრძელოს მუშაობა სექტორის პოპულარიზაციის კუთხით.