საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა.
სამთომოპოვებით მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 34%-ით 2016 წლის მონაცემებს.
რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, ამ მიმართულებითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება:
დამამუშავებელ მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 44%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს და 13%-ით 2016 წლის მონაცემებს.
ამასთან, საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში მოხვდა წიაღის მომპოვებელი შემდეგი კომპანიები: შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ (დამამუშავებელი მრეწველობა), სს RMG Copper (სამთომოპოვებითი მრეწველობა), შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ (დამამუშავებელი მრეწველობა).