წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით ექსპერტული ცოდნის მიღებისა და გაზიარების მიზნით, სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, იმართება სასწავლო სემინარი. ამ მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეულია საერთაშორისო კონულტანტი ალექსანდრა რედჰედი.
მიმდინარე სასწავლო სემინარების თემატიკა მოიცავს როიალტის სისტემის ადმინისტრირებისა და პრაქტიკაში დანერგვის თავისებურებებს. სემინარის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების განხილვა. აღნიშნული დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს შემოსავლების ეფექტური მართვა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და სექტორის განვითარებას.