IGF-ის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა ჟენევაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი, მიმდინარე წლის 7-11 ოქტომბერს, IGF-ის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას ესწრებოდნენ. ფორუმში საქართველომ, წევრის სტატუსით, პირველად მიიღო მონაწილეობა.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო სამთო-მოპოვებით, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარებისათვის მთავრობათაშორის ფორუმში (IGF) 2019 წლის დასაწყისში გაწევრიანდა.
მთავრობათაშორისი ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესებას.


