ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული წიაღის სექტორის სტრატეგია საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
წიაღის სექტორის სტრატეგიით განსაზღვრულია სახელმწიფოს პრიორიტეტები სამთომოპოვებითი მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების განვითარებას საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით.
აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს წიაღის სექტორის პირველად სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც განახლდება არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და საჭიროების შესაბამისად, შემუშავდება ქვე-სექტორული სტრატეგიის დოკუმენტები.
აღნიშნული სტრატეგიის შემუშავებამდე არ არსებობდა კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მიწათსარგებლობის, შრომის, გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის საკითხები.
წიაღის სექტორის სტრატეგიის არსებობა დაეხმარება საქართველოს მთავრობას სექტორის სწორი მიმართულებით განვითარებაში, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, გაუმჯობესდება შემოსავლების მართვა და საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მაქსიმალურ სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში