სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი და მისი პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე წიაღის სექტორის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
სააგენტოს უფროსის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი წიაღის სექტორი რეფორმის II ფაზა აქტიურად მიმდინარეობს. იმართება კონსულტაციები სამუშაო ჯგუფებსა და წიაღის სექტორის მაკოორდინირებელი უწყებათაშორის საბჭოს ფორმატში, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო მიდგომის შერჩევის მიზნით.