საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, სასაწავლო-სამუშაო ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი გახლდათ, მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: გეომონაცემთა მართვა, საბადოთა დახურვა, კუდსაცავებისა და სამთო ნარჩენების მართვა, სამთომოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტები.
დელეგაციის წევრებმა, ფინეთის გეოლოგიური სამსახურის (GTK) წარმომადგენლებთან შეხვედრისას ქვეყნის სამთომოპოვებითი მიმართულება განიხილეს.
ვიზიტის მიმდინარეობისას, შეხვედრები გაიმართა ფინეთის ეკონომიკურ საქმეთა და დასაქმების სამინისტროში, სადაც მიმოიხილეს ისეთ საკითხები როგორებიცაა: სამთომოპოვებითი სექტორი; როიალტი და გადასახადები; საკომუნიკაციო სტრატეგია; სამთო კანონი და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
სასაწავლო-სამუშაო ვიზიტის მონაწილეები, ფინეთის უსაფრთხოებისა და ქიმიკატების სააგენტოს (Tukes) წარმომადგენელს ტერჰო ლიიკამაას შეხვდნენ. სადაც განიხილეს, სასარგებლო წიაღისეულზე უფლების მინიჭების საკითხები - ლიცენზირება; სატენდერო პროცედურები; ლიცენზიის სახეები; სალიცენზიო პირობები; რესურსების შეფასება; ინსპექტირება და მონიტორინგი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებისა და ინსპექტირების საკითხებს.
ამასთან, ქალაქ ჰელსინკსა და კუოპიოში, საბადოებსა და სანაყაროებზე საველე გასვლები განხორციელდა. დელეგაცის წევრები, ასევე ორგანიზაცია GTK Espoo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ყურადღება გამახვილდა, სამთომოპოვებით სექტორში პასუხისმგებლიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, გარემოსდაცვით საკითხებსა და გეომონაცემთა მართვაზე.
აღნიშნული ვიზიტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტის_ „საქართველოს წიაღის სექტორის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში განხორციელდა, რომლის ორგანიზება საკონსულტაციო კომპანიამ DMT-მ უზრუნველყო.