• info@nam.gov.ge 0 32 2 950 030 facebook map
    სააგენტოს თანამშრომლებს, პროექტში „სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაცია“-ს ფარგლებში სერთიფიკატები გადაეცათ

    სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, პროექტში „სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაცია“-ს ფარგლებში, გამართულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის,  ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ და სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.
    სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაციის, სამთომოპოვებითი სექტორის მხარდაჭერისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით, მსოფლიო ბანკმა უზრუნველყო, მულტი-დონორული ნდობის ფონდიდან გრანტის მობილიზება. 
    მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი, საკონსულტაციო კომპანია DMT-ის მიერ  პარტნიორ (ადგილობრივი და საერთაშორისო) საკონულტაციო კომპანიებთან ერთად განხორციელდა.
    სააგენტოსა და დარგობრივი უწყებების თანამშრომლებს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საბადოთა გარემოსდაცვითი მართვის, საბადოთა დახურვისა და სოციალური რისკების მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ. სადაც ყურადღება გამახვილდა, გეომონაცემების მართვასა და მარაგების/რესურსების შეფასებაზე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ტურით ფინეთში იმყოფებოდნენ.
    აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში - გაციფრულდა არსებული აერომაგნიტური რუკები, შემუშავდა სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგია და  საინფორმაციო ვიდეორგოლი მომზადდა.